1 — მოიძიეთ ინფორმაცია
მნიშვნელოვანია, რომ მოიძიოთ ინფორმაცია და კარგად მოემზადოთ, როდესაც აგზავნით აპლიკაციას ვაკანსიისთვის.
2 — თქვენი აპლიკაცია
გადახედეთ თქვენს CV-სა და სამოტივაციო წერილს და თუ საჭიროა, შეასწორეთ, რომ შეუსაბამოთ იმ პოზიციას, რომლისთვისაც აგზავნით აპლიკაციას. ახსენით, თუ რატომ აგზავნით აპლიკაციას მოცემული პოზიციისთვის. სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. საკმარისია ერთი გვერდი.
3 — შემდეგ რა ხდება?
როდესაც მივიღებთ თქვენს აპლიკაციას, ჩვენ გამოგიგზავნით მიღების დამადასტურებელ შეტყობინებას ელფოსტით. ჩვენ გადავხედავთ აპლიკაციას და თქვენ შეიძლება მიიღოთ ჩვენი პასუხი დაახლოებით 2 კვირაში. ჩვენი რეკრუტერები დაგიკავშირდებიან ელფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
4 — ინტერვიუ
დარწმუნდით, რომ კარგად ხართ მომზადებული ინტერვიუსთვის. თქვენ ნახავთ დიდი რაოდენობით სასარგებლო ინფორმაციას აქ, ჩვენს კარიერის გვერდებზე. მოამზადეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე; რატომ უნდა დაგიქირავოთ თქვენ? რატომ გსურთ H&M-ში მუშაობა? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ჩვენთან?
გათავისუფლდით დაძაბულობისგან, იყავით ბუნებრივი და გულწრფელი. შეხედეთ ინტერვიუს, როგორც საინტერესო გამოცდილებას, საიდანაც შეგიძლიათ გაიგოთ რაღაც ახალი თქვენს შესახებ და H&M-ის შესახებ. ყველას აქვს თავისი სუსტი მხარე — ნუ შეგეშინდებათ, რომ აღიაროთ თქვენი სუსტი მხარე! რა ასპექტების გაუმჯობესება და განვითარება გჭირდებათ?
რა უნდა გეცვათ? ჩაიცვით თქვენი პიროვნულობის შესაბამისად და მოდის კარნახის მიხედვით — არავინ ელის ოფიციალურ და მკაცრ კოსტიუმს.