იპოვე ძალა ცვლილებისათვის და წინსვლის შესაძლებლობები.

რა გამოგვარჩევს? ეს არა მხოლოდ ერთი თვისებაა, არამედ ბევრი სხვადასხვა თვისების კომბინაციაა – ჩვენი ინკლუზიური და თანამშრომლობითი კულტურა, ჩვენი ძლიერი ღირებულებები, გამოწვევები და ზრდის შესაძლებლობები, ბენეფიტები და მრავალი სხვა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ადამიანებია, რომლებიც გვეხმარებიან საკუთარი თავის პოვნაში.
ჩვენი ადამიანები ჩვენი მოგზაურობის ცენტრში არიან – გაერთიანებულნი საერთო ღირებულებებით, შთაგონებულნი მრავალფეროვანი ხედვებით და გაძლიერებულნი საკუთარი თავის ავთენტურად გამოხატვის უნარით. რადგან თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და თითოეული სტილი ამდიდრებს მთლიანობას.
კარგი ლიდერობა ჩვენი ზრდის გასაღებია – ინდივიდუალურად, როგორც გუნდური, ასევე კომპანიის სახით. ჩვენი ლიდერები განსაზღვრავენ მკაფიო მიმართულებას, აძლიერებენ საკუთრების გრძნობას და ქმნიან სივრცეს თანამშრომლობისა და კრეატიულობისთვის. შედეგებზე ფოკუსირებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ საუკეთესო იდეების გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის ისინი.
მოლოდინები მაღალია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ როგორც ერთი გუნდი — თავდადებით, მზრუნველობით და ინდუსტრიის კეთილდღეობისთვის საერთო მისწრაფებით. თუ მზად ხართ მასშტაბურად იფიქროთ, გამოიყენოთ შესაძლებლობები და სწრაფად ადაპტირდეთ ცვლილებებთან, ჩვენთან ერთად საინტერესო მოგზაურობა გელით.
“ყველაფერი, რასაც აკეთებ, ზრდაში გეხმარება.ყოველდღიურად სწავლობ სიახლეებს, ადამიანებთან ერთად მუშაობით. გამიმართლა, რომ H&M-ში რამდენიმე სხვადასხვა პოზიციაზე მოღვაწეობისას, ყოველთვის საინტერესო სამუშაოს ვასრულებდი.”

FIA,
მარკეტინგისა და ოპერაციების მენეჯერი
ჩვენ ვართ გულწრფელი გუნდი, რომელსაც აერთიანებს საერთო ღირებულებები და მრავალფეროვანი შეხედულებები.
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენი ღირებულებები ჯერ კიდევ 1947 წლიდან გვაერთიანებს. ისინი ჩვენი კულტურის ნაწილია და ნებისმიერ საქმიანობაში გამოიყენება.
ჩვენი სამუშაო გარემო ინკლუზიურია და ის პატივისცემით ეპყრობა ყველას. ჩვენ ვამხნევებთ ერთმანეთს და ვეხმარებით, რათა ერთად გავიმარჯვოთ. ჩვენ მთლიან სურათს ვხედავთ და ვთანამშრომლობთ, ვუზიარებთ ჩვენს უნარებსა და ცოდნას ჩვენი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, რათა შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო ღირებულება.
ჩვენ ვართ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი და ნებისმიერი ადამიანისაგან თუ საქმიანობისაგან ვცდილობთ მხოლოდ საუკეთესო წარმოვაჩინოთ. ჩვენ ვაძლიერებთ და ვენდობით სხვებს, რათა აიღონ პასუხისმგებლობა და მრავალფეროვანი პერსპექტივა გამოიყენონ. ჩვენ ვუსმენთ და ვსწავლობთ ჩვენი კოლეგებისაგან
ჩვენი გვაქვს ძლიერი ბიზნეს აზროვნება, ცნობისმოყვარეები და კრეატიულები ვართ და ვცდილობთ ნებისმიერი შესაძლებლობის მომხმარებელთა მუდმივად ცვალებადი საჭიროებებისათვის მორგებას. ჩვენი ინოვაციური და მოქნილი მიდგომა მომხმარებლისათვის საუკეთესო შეთავაზებასა და გამოცდილებას ქმნის.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვიპოვოთ წინ მიმავალი საუკეთესო გზები. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვიღებთ უკუკავშირს, რათა ვიმოქმედოთ, ვისწავლოთ და სწრაფად მოვახდინოთ ადაპტაცია. ყოველდღიური გაუმჯობესება, დიდი თუ მცირე ნაბიჯი, დიდ განსხვავებას ქმნის.
ჩვენი არჩევანი გაცნობიერებულია, რამდენადაც რესურსებს ვიყენებთ პასუხისმგებლობით და ვაკეთებთ მეტს ნაკლები რესურსის გამოყენებით. ფასის შესაბამისი ღირებულებით, ჩვენ მდგრადი ცხოვრების წესს ყველასთვის ხელმისაწვდომს ვხდით.
ჩვენ ვართ გულწრფელები და მოკრძალებულები. ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს ქმედებას და ვუსმენთ სხვებს. ჩვენ გამოვთქვამთ აზრს, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია,ვიწყებთ მის განხორციელებას. მზად ვართ ჩვენი იდეები შეაფასონ და ბედნიერები ვართ, თუ საუკეთესო იდეა იმარჯვებს.
ჩვენი მიზანია მარტივი მიდგომები და პირდაპირობა, რამდენადაც სიცხადე გვეხმარება მთავარ საკითხზე ყურადღების გამახვილებაში. ჩვენ არ ვართულებთ საქმეს, რათა შევინარუნით სიმარტივე და ეფექტურობა. ნაკლები ნამდვილად უფრო მეტს ნიშნავს.
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
-
პერსონალის ფასდაკლება
-
ხანგრძლივი მუშაობის ანაზღაურება
-
პირადი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
-
მე-13 ხელფასი
-
ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება
-
საპენსიო ანაზღაურება
-
დაბადების დღე – სიმბოლური საჩუქარი