იპოვე ძალა ცვლილებისათვის და წინსვლის შესაძლებლობები.
რა გამოგვარჩევს? ეს არა მხოლოდ ერთი თვისებაა, არამედ ბევრი სხვადასხვა თვისების კომბინაციაა – ჩვენი ინკლუზიური და თანამშრომლობითი კულტურა, ჩვენი ძლიერი ღირებულებები, გამოწვევები და ზრდის შესაძლებლობები, ბენეფიტები და მრავალი სხვა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი ადამიანებია, რომლებიც გვეხმარებიან საკუთარი თავის პოვნაში.
ჩვენი ადამიანები ჩვენი მოგზაურობის ცენტრში არიან – გაერთიანებულნი საერთო ღირებულებებით, შთაგონებულნი მრავალფეროვანი ხედვებით და გაძლიერებულნი საკუთარი თავის ავთენტურად გამოხატვის უნარით. რადგან თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და თითოეული სტილი ამდიდრებს მთლიანობას.
კარგი ლიდერობა ჩვენი ზრდის გასაღებია – ინდივიდუალურად, როგორც გუნდური, ასევე კომპანიის სახით. ჩვენი ლიდერები განსაზღვრავენ მკაფიო მიმართულებას, აძლიერებენ საკუთრების გრძნობას და ქმნიან სივრცეს თანამშრომლობისა და კრეატიულობისთვის. შედეგებზე ფოკუსირებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ საუკეთესო იდეების გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის ისინი.
მოლოდინები მაღალია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ როგორც ერთი გუნდი — თავდადებით, მზრუნველობით და ინდუსტრიის კეთილდღეობისთვის საერთო მისწრაფებით. თუ მზად ხართ მასშტაბურად იფიქროთ, გამოიყენოთ შესაძლებლობები და სწრაფად ადაპტირდეთ ცვლილებებთან, ჩვენთან ერთად საინტერესო მოგზაურობა გელით.
“ყველაფერი, რასაც აკეთებ, ზრდაში გეხმარება.ყოველდღიურად სწავლობ სიახლეებს, ადამიანებთან ერთად მუშაობით. გამიმართლა, რომ H&M-ში რამდენიმე სხვადასხვა პოზიციაზე მოღვაწეობისას, ყოველთვის საინტერესო სამუშაოს ვასრულებდი.”
FIA,
მარკეტინგისა და ოპერაციების მენეჯერი
ჩვენ ვართ გულწრფელი გუნდი, რომელსაც აერთიანებს საერთო ღირებულებები და მრავალფეროვანი შეხედულებები.
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენ ღირებულებები გვამოძრავებენ
ჩვენი ღირებულებები ჯერ კიდევ 1947 წლიდან გვაერთიანებს. ისინი ჩვენი კულტურის ნაწილია და ნებისმიერ საქმიანობაში გამოიყენება.
ჩვენი სამუშაო გარემო ინკლუზიურია და ის პატივისცემით ეპყრობა ყველას. ჩვენ ვამხნევებთ ერთმანეთს და ვეხმარებით, რათა ერთად გავიმარჯვოთ. ჩვენ მთლიან სურათს ვხედავთ და ვთანამშრომლობთ, ვუზიარებთ ჩვენს უნარებსა და ცოდნას ჩვენი კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, რათა შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო ღირებულება.
ჩვენ ვართ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი და ნებისმიერი ადამიანისაგან თუ საქმიანობისაგან ვცდილობთ მხოლოდ საუკეთესო წარმოვაჩინოთ. ჩვენ ვაძლიერებთ და ვენდობით სხვებს, რათა აიღონ პასუხისმგებლობა და მრავალფეროვანი პერსპექტივა გამოიყენონ. ჩვენ ვუსმენთ და ვსწავლობთ ჩვენი კოლეგებისაგან
ჩვენი გვაქვს ძლიერი ბიზნეს აზროვნება, ცნობისმოყვარეები და კრეატიულები ვართ და ვცდილობთ ნებისმიერი შესაძლებლობის მომხმარებელთა მუდმივად ცვალებადი საჭიროებებისათვის მორგებას. ჩვენი ინოვაციური და მოქნილი მიდგომა მომხმარებლისათვის საუკეთესო შეთავაზებასა და გამოცდილებას ქმნის.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვიპოვოთ წინ მიმავალი საუკეთესო გზები. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვიღებთ უკუკავშირს, რათა ვიმოქმედოთ, ვისწავლოთ და სწრაფად მოვახდინოთ ადაპტაცია. ყოველდღიური გაუმჯობესება, დიდი თუ მცირე ნაბიჯი, დიდ განსხვავებას ქმნის.
ჩვენი არჩევანი გაცნობიერებულია, რამდენადაც რესურსებს ვიყენებთ პასუხისმგებლობით და ვაკეთებთ მეტს ნაკლები რესურსის გამოყენებით. ფასის შესაბამისი ღირებულებით, ჩვენ მდგრადი ცხოვრების წესს ყველასთვის ხელმისაწვდომს ვხდით.
ჩვენ ვართ გულწრფელები და მოკრძალებულები. ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს ქმედებას და ვუსმენთ სხვებს. ჩვენ გამოვთქვამთ აზრს, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია,ვიწყებთ მის განხორციელებას. მზად ვართ ჩვენი იდეები შეაფასონ და ბედნიერები ვართ, თუ საუკეთესო იდეა იმარჯვებს.
ჩვენი მიზანია მარტივი მიდგომები და პირდაპირობა, რამდენადაც სიცხადე გვეხმარება მთავარ საკითხზე ყურადღების გამახვილებაში. ჩვენ არ ვართულებთ საქმეს, რათა შევინარუნით სიმარტივე და ეფექტურობა. ნაკლები ნამდვილად უფრო მეტს ნიშნავს.
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
ჩვენი ბენეფიტები
-
თანამშრომლის ფასდაკლება
ჩვენი თანამშრომლები სარგებლობენ 25%-იანი ფასდაკლებით ყველა შეძენაზე H&M‑ში და H&M Group‑ის ყველა ბრენდში, მსოფლიო მასშტაბით, მაღაზიებსა და ონლაინ. წლის განმავლობაში თანამშრომლებს ასევე ეძლევათ წვდომა ექსკლუზიურ დამატებით შეთავაზებებზე.
-
ხანგრძლივი სამსახურის ჯილდო
ჩვენ გვიყვარს ჩვენს ადამიანებთან ერთად გავლილი გზის აღნიშვნა. როდესაც თანამშრომლები H&M‑ში მუშაობის 10, 15 და 20 წელს აღწევენ, ისინი იღებენ განსაკუთრებულ იუბილესთან დაკავშირებულ საჩუქრებს და დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეებს.
ეს არის ჩვენი გზა, რომ გამოვხატოთ მადლობა მათი გრძელვადიანი ერთგულების, კონტრიბუციისა და იმ უნიკალური ისტორიებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნება.
-
ბავშვის დაბადების სასაჩუქრე ბარათი
ბავშვის გაჩენა განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს. ამ მნიშვნელოვანი მომენტის მხარდასაჭერად, ახალშობილის დაბადების ან ოჯახის ახალ წევრის აყვანის შემთხვევაში თანამშრომლებს ვთავაზობთ საბავშვო საშეღავათო საჩუქრის ბარათს.
-
პირადი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
H&M‑ში ჩვენ ზრუნავთ თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ კერძო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს მხარდაჭერას როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე სპეციალისტებთან კონსულტაციებით — მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.
-
მამის დამატებითი შვებულება
-
მე-13 ხელფასი
-
ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება
-
საპენსიო ანაზღაურება
-
რეკომენდაციის პროგრამა
ჩვენ გვწამს, რომ შესანიშნავ ადამიანებს იცნობენ შესანიშნავი ადამიანები. თუ რეკომენდაციას გაუწევთ ვინმეს H&M‑ში და ის დააკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, შეგიძლიათ მიიღოთ რეკომენდაციის ბონუსი (თანხა განსხვავდება პოზიციის მიხედვით).
-
H&M-ის წახალისების პროგრამა (HIP)
H&M‑ში ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამშრომლებს შეუძლიათ შეუერთდნენ HIP‑ს — გლობალურ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი წვლილის დაფასებას. პროგრამა ქმნის ფინანსურ ღირებულებას თანამშრომლის სტაჟისა და კომპანიის შედეგების მიხედვით, რაც აღიარებს ერთგულებასა და საერთო წარმატებას.
-
შეუზღუდავი კარიერული შესაძლებლობები
რადგან ჩვენი კომპანია განაგრძობს ზრდას, ჩვენ ვთავაზობთ განვითარების ძლიერ შესაძლებლობებს ყველა დეპარტამენტსა და ბაზარზე. ჩვენი დაწინაურებების დაახლოებით 70% ხდება შიდა რეკრუტმენტით, რაც თანამშრომლებს რეალურ და ხშირ კარიერულ წინსვლის შესაძლებლობას აძლევს.
-
Learning Studio
Learning Studio არის H&M Group‑ის პლატფორმა, რომელიც ყველა სასწავლო რესურსს ერთ სივრცეში აერთიანებს. ეს არის ადგილი განვითარების, კავშირის და თანამშრომლობისთვის — პერსონალიზებული კონტენტით, რომელიც მხარს უჭერს როგორც თქვენს პროფესიულ ზრდას, ისე კომპანიის სტრატეგიას.