ტექნოლოგიები, მონაცემები და ინოვაცია
Hands holding an orange electric open device over a jeans jacket
ტექნოლოგიები, მონაცემები და ინოვაცია ეს არის ჯგუფი წარმოსახვითი ხედვის მქონე ადამიანების, რომლებიც ატარებენ ცდებს, სწავლობენ და იზრდებიან. კრეატიული აზროვნების გამოყენებით, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მოდის მდგრადი მომავალი და გამოვიყენოთ ტექნოლოგიების შესაძლებლობები
როგორც ამ გუნდის ნაწილი, შენ გადააქცევ ბიზნეს გამოწვევებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებად. ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ უფრო ჭკვიანურად და შეუფერხებლად, რათა ჩვენს მომხმარებლებს თითის დაჭერით ყველაფერზე წვდომა შეეძლოთ. კომპეტენციებისა და პერსპექტივების ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ პროდუქტის ძლიერი გუნდი, რომელიც დანერგავს და განავითარებს პროდუქტებს, რომელთაც მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენის მოახდენა შეეძლება გლობალური მასშტაბით. ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებამდე, მომხმარებლის გამოცდილება ინჟინერიაზე – ჩვენ ცნერგავთ სიახლეებს.
  • მონაცემები და ტექნოლოგიები
  • ინოვაცია
  • მდგრადი განვითარება
  • მომხმარებლის ღირებულება
  • ხელოვნური ინტელექტი
  • საბაზისო ინჟინერია
  • Cloud
  • SAP
შექმენი მოდა ტექნოლოგიებით
მთავარი მოთამაშის პოზიცია უამრავ შესაძლებლობას იძლევა რეალური გავლენის მოსახდებად და მომავლის ფორმირებისათვის. მოგესალმებით დინამიკურ სამუშაო გარემოში, სადაც წვლილის შეტანა შეგიძლია ისე, რომ გამოხატო საკუთარი თავი.
მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან დასაქმებულები არიან ყველაზე კრეატიული და ინოვაციური იდეების მქონე ადამიანები. ჩვენი დინამიკური სამუშაო გარემო აერთიანებს სხვადასხვა გამოცდილებისა და პერსპექტივების მქონე ადამიანებს. ეს არის ადგილი, სადაც ყველას შეაქვს საკუთარი წვლილი იმ სახით, თუ როგორებიც არიან.

ჩვენ ვამხნევებთ ჩვენს გუნდს, გამოსცადონ ახალი იდეები მოქნილი გზით – სცადონ, დაუშვან შეცდომები და ისწავლონ. ის, რაც ბანგალორში მუშაობს, ნიუ იორკში შესაძლებელია არ გამართლდეს, თუმცა კოლაბორაცია უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული გამოწვევისთვის სწორი გადაწყვეტილება ვიპოვოთ. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
აღმოაჩინე მეტი
closeup of woman dressed in wavy orange clothes looking into the distance 27878
მდგრადობა
მდგრადობა
შემოსე მთელი მსოფლიო და დაეხმარე მოდას, გახდეს უფრო მდგრადი. იყო მდგრადი ნიშნავს პატივი სცე როგორც ადამიანებს, ასევე – პლანეტას დღეს, ხვალინდელი მოთხოვნილებების კომპრომისის გარეშე. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და დაგვეხმარე, რომ მოდა გახდეს უფრო მდგრადი, ხოლო მდგრადობა – უფრო მოდური.
როლების ნახვა
A female store employee changing a window display 91970
გაყიდვები და ოპერაციები
გაყიდვები და ოპერაციები
მოდი, ერთად შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება. ჩვენი გუნდი ქმნის H&M-ის პროდუქტებს ჩვენი მომხმარებლებისათვის, აკმაყოფილებენ მათ საჭიროებებსა და სურვილებს და უზრუნველყოფენ მათს შესაბამისობას ადგილობრივ ბაზარზე. თუ გაინტერესებს მერჩენდაიზინგი, ელექტრონული კომერცია, ვიზუალური მერჩენდაიზინგი ან მაღაზიის ოპერაციები, შემოგვიერთდი.
როლების ნახვა
Women dressed in a suit sitting in a comfortable chair and looking at the camera 93781
მართვა და ლიდერობა
მართვა და ლიდერობა
სიდიდესთან ერთად მოდის დიდი პასუხისმგებლობაც. იყავი ლიდერი და შეიტანე შენი წვლილი ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვან წინსვლაში.
როლების ნახვა
Male store employee smiling looking at the camera 60795
კლიენტთა მომსახურება
კლიენტთა მომსახურება
ჩვენი კლიენტების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფა სამომხმარებლო კმაყოფილებას განაპირობებს. მომხმარებელთა გამოცდილება ეხება მაღაზიას, ონლაინ შოპინგსა და სოციალურ მედია საშუალებებს. როგორც ჩვენი კლიენტების მომსახურების გუნდის ნაწილი, შენ წარმოადგენ კომპანიის ბრენდის ამბასადორს, კითხვებზე პასუხის გაცემითა და გამოწვევების მოგვარებით და, შესაბამისად, უზრუნველყოფ შესანიშნავ მომსახურებას.
როლების ნახვა
Closeup of person smiling and looking into the camera 10702
სამართალი, ადმინისტრირება, უსაფრთხოება და შესაბამისობა
სამართალი, ადმინისტრირება, უსაფრთხოება და შესაბამისობა
როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონების, წესებისა და სტანდარტების დაცვას. შეიტანე შენი წვლილი მნიშვნელოვანი ზრდის მიმართულებით, ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლებისათვის პროცესების გაცნობითა და რეკომენდაციების გაზიარებით. შეიტანე შენი წვლილი და დაინახე შედეგი ყველგან.
როლების ნახვა
A large group of people together clapping 71390
ადამიანები, კულტურა, ინკლუზია და მრავალფეროვნება
ადამიანები, კულტურა, ინკლუზია და მრავალფეროვნება
იყავი ის, ვინც ხარ აქ და მიეცი სხვებს საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლიბები ყველგან. ბიზნესთან პარტნიორობით, შენ შეძლებ ინკლუზიური კულტურის განვითარებას, სადაც ყველა კოლეგა თავს კომფორტულად და მნიშვნელოვნად იგრძნობს, ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი სრულად.
როლების ნახვა
A male and female colleague leading over a table looking a fabric samples 84918
დიზაინი და პროდუქტის განვითარება
დიზაინი და პროდუქტის განვითარება
გაუსწარი დღევანდელ ტენდენციებს და შექმენი სამომავლო მოდა. გამოიყენე შენი ხედვა, რათა ხელმისაწვდომი გავხადოთ მდგრადი მოდა მომხმარებლებისათვის მთელ მსოფლიოში. გაგვაცანი შენი უნიკალური, კრეატიული იდეები H&M-ში და აღმოაჩინე სამუშაო ადგილი, სადაც ყოველთვის შეგიძლია, რომ ისწავლო, გაიზარდო და განვითარდე.
როლების ნახვა
The inside of a H&M store 86566
ლიზინგი, მშენებლობა, მაღაზიის აღჭურვილობა და დიზაინი
ლიზინგი, მშენებლობა, მაღაზიის აღჭურვილობა და დიზაინი
ეს გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს ყველაზე კომფორტული მაღაზიების არსებობა, ზრდა ბაზრებსა და სოციალურ-კომერციულ პლატფორმებზე, თანამშრომლობა მთელ მსოფლიოში. სრულყოფილი ადგილმდებარეობის მოძიებით დაწყებული, მეიჯარეებთან მოლაპარაკებებითა და დიზაინის შემუშავებით დასრულებული, ეს გუნდი სრულად უზრუნველყოფს ამ ყოველივეს.
როლების ნახვა
A male standing in front of a rail of clothes. Holding a few items of clothing, looking off camera. 55960
ბუღალტერია და ფინანსები
ბუღალტერია და ფინანსები
ამ დეპარტამენტში ბევრი სხვადასხვა პოზიცია არსებობს, რაც მოიცავს: სტრატეგიული გადარიცხვების ფასების დაგეგმვას, ინვოისების დამუშავებას, კანონიერი და ზუსტი სააღრიცხვო ანგარიშების უზრუნველყოფას, ან სხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობას დროული ანგარიშგების უზრუნველსაყოფად. შემოუერთდი ამ გუნდს და იყავი ჩართული H&M-ის წარმატების გზის თითოეულ ნაბიჯზე.
როლების ნახვა
A hand holding a handheld machine 40223
ლოგისტიკა
ლოგისტიკა
ჩვენ არ მივყვებით დინებას – ჩვენ თავად ვქმნით და ვთავაზობთ მოდას მთელ მსოფლიოს! ჩვენი ლოგისტიკური ქსელი უზრუნველყოფს მოქნილ და სწრაფ დისტრიბუციის პროცესს ჩვენი მომხმარებლებისთვის. მოთხოვნებზე ორიენტირებული, წრიული მიწოდების ჯაჭვის ნაწილი ჩვენ გვეხმარება, რომ პროდუქტი მივაწოდოთ საჭირო ადგილას, შესაფერის დროში და მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე შესაძლო გავლენა.
როლების ნახვა
group of people together on the couch, laughing 68561
სტუდენტი და ადრეული კარიერა
სტუდენტი და ადრეული კარიერა
მზად ხარ, დაიწყო შენი კარიერა H&M-ში? ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტრენინგს, რათა დაგეხმაროთ სწავლასა და საკუთარი უნარების განვითარებაში, როგორც სწავლის პერიოდში, ასევე – დასრულების შემდეგ.
როლების ნახვა
Female sat at a table leaning on her hand, looking into the camera 87327
ბიზნესის კონტროლი
ბიზნესის კონტროლი
მონაცემებისა და ანალიზის გათვალსიწინებით, როგორც ბიზნეს კონტროლერი, შენ შეგიძლია, ხელი შეუწყო განვითარებას და გაზარდო სამომხმარებლო ღირებულება. აქციე ანალიზი ქმედებად, ამოხსენი რთული ამოცანები და გახადე მარტივად გასაგები. ჩვენ გთავაზობთ ადგილობრივი მაღაზიებიდან დაწყებული, გლობალური ფუნქციებითა თუ რეგიონებით დამთავრებული, სხვადასხვა შესაძლებლობას.
როლების ნახვა
Coloured cotton reels stored on a board 53830
შესყიდვა და წარმოება
შესყიდვა და წარმოება
გვსურს, ჩვენი მომხმარებელი იყოს დარწმუნებული, რომ ყველაფერი, რასაც ის ყიდულობს, შექმნილია, წარმოებულია და ნაწილდება ადამიანებისა და გარემოსადმი უდიდესი პატივისცემით. ჩვენს ოფისებში, ჩვენ ვაქცევთ დიზაინის იდეებს რეალურ პროდუქციად, რათა ვუპასუხოთ მომხმარებელთა საჭიროებებს.
როლების ნახვა
Female wearing glasses, smiling and looking off camera. 99634
ბრენდინგი, მარკეტინგი და კომუნიკაცია
ბრენდინგი, მარკეტინგი და კომუნიკაცია
მიიღე მონაწილეობა ჩვენი ბრენდის შექმნაში, მიიქციე მომხმარებელთა ყურადღება და გადმოეცი ისტორია. ჩვენი გუნდი გეგმავს შთამაგონებელ და ადგილობრივად რელევანტურ კამპანიებს. შემოგვიერთდი ჩვენი ბრენდის, ჩვენი კოლექციებისა და ჩვენი პროდუქტების გარშემო აღფრთოვანებისა და მომხმარებელთა ლოიალურობის შესაქმნელად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
როლების ნახვა
Male store employee looking into the camera. Standing near a rail of clothes. 49946
მაღაზიები
მაღაზიები
შექმენი მომხმარებლებისათვის სასურველი გარემო და იგრძენი თავი კომფორტულად. H&M-ში ბევრმა ლიდერმა თავისი კარიერა დაიწყო მაღაზიებში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებით, რათა დახმარებოდა მომხმარებლებს თავი ეგრძნოთ და გამოიყურებოდნენ კარგად. აქ შეხვდები მენეჯერებს, მისაბაძ პიროვნებებს და მეგობრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გეყოლება და გახდები იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც ცვლილების მოხდენა შეუძლია.
როლების ნახვა