ვაკანსიების ძებნა

უსაზღვრო კარიერული შესაძლებლობები

რადგან ჩვენ გამუდმებით ვიზრდებით, ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ კანდიდატებს ჩვენი კომპანიის თითოეული სფეროსთვის.  შემოუერთდით სტიმულის მომცემ, დინამიურ და მუდმივად ცვალებად გარემოს, სადაც თქვენ გელით უსაზღვრო კარიერული შესაძლებლობები.

ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის და ყოველთვის მივესალმებით ახალ იდეებსა და ინიციატივებს.  ტრენინგბისა და ლიდერობის კონსულტაციების გარდა, H&M-ში არსებობს უსაზღვრო პოტენციალი წარმატებული და გლობალური კარიერისთვის.   ჩვენი მიზანია, რომ H&M-ში მუშაობა იყოს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მუშაობა — რომ ეს იყოს შესაძლებლობებით მდიდარი კარიერის დასაწყისი.


გაიცანით ჩვენი თანამშრომლები

წარმატებული კარიერა, წინსვლა და პიროვნული ზრდა — გაიცანით პოლი
გაყიდვების კონსულტანტიდან გლობალური ადამიანური რესურსების უფროსის პოზიციამდე — გაიცანით სანა
თითოეულ ახალ პოზიციასთან ახლავს ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები — გაიცანით სილკი

თქვენი კარიერა ჩვენთან

თქვენი კარიერის განვითარების უამრავი გზა არსებობს ჩვენთან.  პროფესიონალურ და პერსონალურ დონეზე ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები უზრუნველყოფილია შიდა შერჩევისა და სამუშაო ადგილების როტაციის საშუალებით, რაც გულისხმობს ფუნქციების ცვლასა და ახალი პასუხისმგებლობების აღებას.  ჩვენ გვაქვს ფილიალები მთელ მსოფლიოში და ჩვენი ინტენსიური გაფართოება უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბით მუშაობის შესაძლებლობებს.  

H&M-ში არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული კარიერული ბილიკები. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ აქტიური როლი შეასრულოთ თქვენს კარიერულ განვითარებაში.  შეასრულეთ სამუშაო მაღალ დონეზე აქ და ახლა, განახორციელეთ ჩვენი ღირებულებები პრაქტიკაში — და გახდით ჩვენი მომავალი ვარსკვლავი!


თითოეულს შეუძლია გახდეს ცვლილების შემოქმედი

ჩვენი ღირებულებები და H&M-ის სულისკვეთება აყალიბებს მჭიდრო კავშირს H&M-ის თანამშრომლებს შორის მთელ მსოფლიოში.  მიუხედავად იმისა, თუ რა როლს ასრულებთ თქვენი პასუხისმგებლობების შესრულებით და ჩვენი ღირებულებების განხორციელებით.  მარტივად რომ ვთქვათ,  რას აკეთებთ ისეთივე მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებთ. ეს ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც გუნდის ყველა და თითოეული წევრი წარმოადგენს თავისი როლის მოდელს და არის ცვლილების შემოქმედი. 


ღირებულებებზე დამყარებული ლიდერობა

H&M-ში ლიდერობა გულისხმობს ინსპირაციას, პასუხისმგებლობის დელეგირებას, მუშაობის შეფასებასა და მოტივაციას.  ჩვენი ლიდერები მოქმედებენ პირადი მაგალითით, რასაც ყოველთვის საფუძვლად უდევს ჩვენი ღირებულებები და ამბიცია, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლებისა და ბიზნესის ზრდა.  

ჩვენი ლიდერების უმრავლესობა დანიშნულია შიდა შერჩევის საფუძველზე და ჩვენ ვთავაზობთ ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.    

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.