ვაკანსიების ძებნა

ვიზუალური მერჩენდაიზერი

დააკვირდით ორპიანოს მუშაობას ერთი დღის განმავლობაში.

ვიზუალური მერჩენდაიზერის როლი შემოქმედებითია და მოითხოვს სწრაფ ტემპებს.  თქვენ ასწავლით, აძლევთ მოტივაციას და წვრთნით თქვენს კოლეგებს, რომ გამუდმებით იფიქრონ კომერციული კუთხით. თუ კარგად ასრულებთ თქვენს სამუშაოს, H&M-ში უსაზღვრო კარიერული შესაძლებლობები გელოდებათ. 

არ იქნებოდა საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ მოდა თქვენი ინტერესების სფეროა. თქვენ იცნობთ ყველა ტრენდს და გაქვთ არაჩვეულებრივი ხედვა, თუ როგორ წარმოადგინოთ ჩვენი კოლექციები შთამაგონებელი და კომერციული სახით. ჩვენ ვეძებთ კარგ გუნდურ მოთამაშეს, პირს, რომელიც დამუხტულია მოტივაციით და აგრეთვე იცის, თუ როგორ გააღვივოს მოტივაცია სხვებში.   თქვენ ყველაფერში აქტიური ხართ და გახარებთ სამუშაო, სადაც ყოველი დღე განსხვავებულია დანარჩენებისგან.

თქვენი სამუშაო მოიცავს, რომ ჩვენი ტანსაცმელი წარმოადგინოთ საინტერესო სახით, თვალი მიადევნოთ გაყიდვების აქტივობებს და უზრუნველყოთ, რომ ჩვენმა მიმზიდველმა იერსახემ გამოიღოს სათანადო ნაყოფი.  თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ვიტრინებზე და მაღაზიის შიდა გამოფენებზე. თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ მაღაზია გამოიყურებოდეს საინტერესოდ და მოდურად ყველა ასპექტში. აგრეთვე, ადგილზე მოამზადებთ და გაწვრთნით თქვენს კოლეგებს ვიზუალური მერჩენდაიზინგისა და სამოსის წარმოდგენის საკითხებზე.

შეგიძლიათ ვიწრო ჩარჩოებიდან გამოსვლა? ეს თქვენთვის არაჩვეულებრივი კარიერული შესაძლებლობაა.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.