ვაკანსიების ძებნა

მაღაზიის მენეჯერი

დააკვირდით ბეკას მუშაობას ერთი დღის განმავლობაში.

H&M-ში მაღაზიის მენეჯერად მუშაობა არ ნიშნავს  დიდი ბოსის როლში ყოფნას, არამედ ეს გულისხმობს სხვების პატივისცემის დამსახურებას.  ფაქტობრივად, ეს არის არა იმდენად თქვენს შესახებ, არამედ გულისხმობს ადამიანების შთაგონებასა და მოტივაციას, რომ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.

ჩვენი წარმატებული მაღაზიის მენეჯერებიდან ყველას აქვს ლიდერობის საუკეთესო უნარ-ჩვევები და ბიზნესისთვის საჭირო მახვილი თვალი.     მათ ასევე შეუძლიათ, რომ გაწვრთნან და მოტივაცია გააღვივონ სხვებში, რასაც აღწევენ კარგი პირადი მაგალითის ძალით.  

თქვენი, როგორც მაღაზიის მენეჯერის როლი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენს მაღაზიაში გაყიდვების შესაძლებლობები და მომგებიანობა და აკონტროლოთ შედეგები.  თქვენ უნდა უზრუნველყოთ მომხმარებელთა მომსახურების რაც შეიძლება მაღალი დონე და აგრეთვე, ვიზუალური მერჩენდაიზინგის განხორციელება ჩვენი მეთოდური რეკომენდაციების შესაბამისად.   თქვენს კომპეტენციაში შედის ასევე თანამშრომელთა შერჩევა, ტრენინგი და განვითარება გაყიდვების კონსულტანტებისა და მაღაზიის მენეჯმენტის გუნდისთვის.

მოემზადეთ, წინ! — ეს არაჩვეულებრივი კარიერული შესაძლებლობაა თქვენთვის.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.