ვაკანსიების ძებნა

გაყიდვების კონსულტანტი

დააკვირდით ანტას მუშაობას ერთი დღის განმავლობაში.

გაყიდვების კონსულტანტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიცია და თქვენი კარიერის ძალიან კარგი დასაწყისი ჩვენთან.   ბევრმა ჩვენმა მენეჯერმა დაიწყო გაყიდვებით, სადაც ყველაზე მთავარია მომხმარებელთა უმაღლეს დონეზე მომსახურება.

იმისათვის, რომ შეესაბამებოდეთ მომხმარებელთა მომსახურების გუნდში მუშაობას, უნდა შეგეძლოთ რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად შესრულება და თქვენთვის სახალისო უნდა იყოს ფეხზე ყოფნა. თქვენ ხართ აგრეთვე პოზიტიური, მეგობრული და გაქვთ სტილის კარგი აღქმის უნარი.  თქვენ გაქვთ საუკეთესო საორგანიზაციო უნარები და სიამოვნებით მუშაობთ ისეთი ადამიანების გუნდში, რომლებიც ისეთივე კომუნიკაბელურები და მოდით დაინტერესებულები არიან, როგორც თქვენ.

მაღაზიაში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ წარმოადგენთ H&M-ს. თქვენ აძლევთ სტიმულს, ურჩევთ და ეხმარებით მომხმარებლებს ყველა საშუალებით.  გაყიდვების დარბაზია ეს, გასასინჯი ოთახები თუ ჩვენი სალაროები — თქვენ ყველგან ავრცელებთ მოდის სიხარულს.  მომხმარებელთა მაღალ დონეზე მომსახურება აგრეთვე მოიცავს შემოსული ტანსაცმლის განთავსებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ მაღაზია მიმზიდველად გამოიყურებოდეს.  და, რა თქმა უნდა, ინფორმირებულობას ჩვენი კამპანიებისა და გაყიდვების აქტივობების შესახებ.

გაქვთ ასეთი უნარები?  გილოცავთ — ეს კარიერის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა თქვენთვის.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.