ვაკანსიების ძებნა

სალაროს ოფისზე პასუხისმგებელი პირი

სალაროს ოფისზე (COR) პასუხისმგებლად მუშაობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ პასუხისმგებელი ხართ სალაროს ოფისის ყოველდღიურ ორგანიზაციაზე.

ჩვენ ვეძებთ ანალიტიკურად მოაზროვნე კანდიდატებს, რომლებიც არიან ორგანიზებულები, კონსტრუქციულები და უაღრესად კომუნიკაბელურები.  ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენ მზად იყოთ დიდი სამუშაო დატვირთვისთვის და სხვებთან აქტიური ურთიერთობისთვის. თქვენ გაქვთ დიდი ენთუზიაზმი და ამბიცია, აგრეთვე საკუთარი ინიციატივის განხორციელების გამოცდილება.

სალაროს ოფისის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ფულთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის წარმართვა — ფულის ინკასაცია და სალაროების ხურდა ფულით მომარაგება, აგრეთვე ყოველდღიური ანგარიშების დაბალანსება და სახელფასო უწყისების კონტროლი. აგრეთვე თქვენი როლის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ მიაწოდოთ ინფორმაცია, მოამზადოთ  თანამშრომლები და გააცნოთ სიახლეები ფულადი პროცედურებისა და მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების შესახებ და ხანდახან დაეხმაროთ თქვენს კოლეგებს გაყიდვების დარბაზში.

საინტერესოდ ჟღერს? ეს არაჩვეულებრივი კარიერული შესაძლებლობაა თქვენთვის.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.