ვაკანსიების ძებნა

ასოცირებული თანამშრომელი

ეწვიეთ სადისტრიბუციო ცენტრს

ლოჯისტიკაში ასოცირებულ თანამშრომლად მუშაობა ნიშნავს სწრაფი ტემპების მქონე სხვადასხვა გარემოში მუშაობას, სადაც უსაზღვრო შესაძლებლობები არსებობს.   აგრეთვე ეს ნიშნავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას დიდი დოზით — და პირველივე დღიდან.

ჩვენ ვეძებთ კონსტრუქციულ და ორგანიზებულ ინდივიდებს, რომლებიც გამოირჩევიან დიდი ენერგიით.  ადამიანებს, რომლებიც მონდომებულნი არიან, რომ განვითარდნენ და რომელთაც აინტერესებთ განსხვავებული სამუშაო გარემო.

ასოცირებული თანამშრომლის როლში თქვენი მოვალეობაა, რომ უზრუნველყოთ უმაღლესი დონის მომსახურება  მომხმარებლებისთვის, რომლებიც იძენენ ჩვენს მაღაზიებში, Shop Online-ში და კატალოგების საშუალებით და წარუდგინოთ სამოსი საუკეთესო სახით. თქვენ ამოალაგებთ და დაახარისხებთ ტანსაცმელს, რომელიც შემოვა ყოველდღიურად სატვირთო მანქანით თუ კონტეინერით. ამასთანავე, ყოველთვის მოწესრიგებული და მოვლილი უნდა იყოს თქვენი ტერიტორია.   აგრეთვე, საქმის კურსში უნდა იყოთ აქციებთან და გაყიდვების აქტივობებთან დაკავშირებით.

დაინტერესდით? შესანიშნავია! ეს არაჩვეულებრივი კარიერული შესაძლებლობაა თქვენთვის.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.