ვაკანსიების ძებნა

ვიზუალური

Visual Department (ვიზუალის დეპარტამენტი) მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, რათა მაღაზია უფრო შთამბეჭდავი გახადოს ჩვენი ტრენდების სათანადოდ წარმოჩენითა და ვიზუალურად შთამაგონებელი კამპანიების გამოყენებით.  

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი კოლექციები წარმოვადგინოთ მაქსიმალურად მაღალ დონეზე - ექსპრესიული კამპანიებით, მაღაზიაში არსებული პროდუქციის ოპტიმალურად დემონსტრირებითა და შთამბეჭდავი სავიტრინო სქემების შექმნით.

დღეისათვის დეპარტამენტში მუშაობს შემოქმედებითი ნიჭის მქონე 80 ადამიანი. მათ შორის არიან დამპროექტებლები (Creators), სტილისტები (Stylists) და პროექტის მენეჯერები (Project Managers)

Visual Department (ვიზუალის დეპარტამენტი) შედგება სხვადასხვა სპეციალიზაციის ხუთი გუნდისაგან, რომლებიც საუკეთესო შედეგების მისაღწევად ერთმანეთთან თანამშრომლობენ!

  • Presentation & Styling Team (პრეზენტაციისა და სტაილინგის გუნდი) - მჭიდროდ თანამშრომლობს შესყიდვების ოფისთან, პრეზენტაციისა და სტილის გაფორმების ოპტიმიზაციის მიზნით.  გუნდი ადგენს ვიზუალის გლობალურ სახელმძღვანელო ინსტრუქციებს და მუშაობს როგორც მიმდინარე კოლექციებზე, ასევე მომავალ პროექტებზეც.
  • Window Design Team (ვიტრინების დიზაინის გუნდი) – ვიტრინების დიზაინის გუნდის ფუნქციაა კამპანიის საპასუხო პროექტების განხორციელება მაღაზიებში, მათ შორის – ვიტრინების დიზაინის შექმნა.
  • Production Team (წარმოების გუნდი) – წარმოების გუნდის პასუხისმგებლობაა რესურსების მოზიდვა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ოპტიმალური დანახარჯებით.  გუნდის მიზანია ინოვაციური, მდგრადი და კომერციულად ძლიერი სტრუქტურის შექმნა, რაც მაქსიმალურად გაზრდის გაყიდვებს და აამაღლებს ბრენდისა და კონცეფციის გავლენას.
  • Planning & Information Team (დაგეგმვისა და ინფორმაციის გუნდი) – ამ გუნდის მთავარი პასუხისმგებლობები მოიცავს კომერციული გეგმის სტიმულირებას, ჩვენი კამპანიების დაგეგმვას, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებასა და შთამაგონებელი ინფორმაციის მიწოდებას მაღაზიისა თუ ქვეყნის გუნდებისათვის.
  • Country support & Talent Team (ქვეყნის მხარდამჭერი და ტალანტების მართვის გუნდი) – ეს გუნდი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და ახორციელებს ვიზუალის პროექტებს. ასევე, ავრცელებს საუკეთესო პრაქტიკას.

მარტივად რომ ვთქვათ, Visual Department (ვიზუალის დეპარტამენტი) მუშაობს საუკეთესო საშოპინგო გამოცდილების შექმნაზე და ჩვენს კოლექციებსა და კამპანიებს საუკეთესო ფორმით წარმოაჩენს!

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.