ვაკანსიების ძებნა

მდგრადობა

მდგრადობის დეპარტამენტში უზრუნველვყოფთ, რომ H&M აწარმოებდეს მოდას მაღალი თვითშეგნებით. ჩვენ განვსაზღვრავთ მიმართულებებს, თუ როგორ მივაღწიოთ მდგრადობის მიზნებს და რეგულარულად ვახდენთ ჩვენი შედეგების გაზომვას.  ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას კომპანიის მუშაობაზე გლობალური მასშტაბით და უზრუნველვყოფთ, რომ მთელი ჩვენი მომარაგების ჯაჭვი იცავდეს ქცევის კოდექსს და ახორციელებდეს გარემოს დაცვის მიზნებს.

მდგრადობის დეპარტამენტი იყოფა ოთხ ჯგუფად, რომლებიც შეთანხმებულად მუშაობენ:

  • სოციალური მდგრადობა  — ხელს უწყობს, განსაზღვრავს მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს სოციალური მდგრადობის სამუშაოს.
  • ეკოლოგიური მდგრადობა — ხელს უწყობს, განსაზღვრავს მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს გარემოს დაცვის სამუშაოს  კომპანიის მასშტაბით.
  • პროდუქციის მდგრადობა — ხელს უწყობს, განსაზღვრავს მიმართულებებს და კოორდინაციას უწევს მდგრადობის სამუშაოს ჩვენს კომერციულ პროდუქციასთან და მის საექსპლუატაციო პერიოდთან დაკავშირებით.
  • ურთიერთობების მდგრადობა — კოორდინაციას უწევს ფუნქციონალური მდგრადობის საქმიანობასა და კომუნიკაციას და უზრუნველყოფს, რომ ჩვენი შიდა და გარე კომუნიკაციები მდგრადობასთან დაკავშირებით იყოს სწორი და რელევანტური.

რომ შევაჯამოთ, მდგრადობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა იმ სამყაროს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ირგვლივ. 

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.