ვაკანსიების ძებნა

ონლაინი

ონლაინში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყოს და ჩვენი მოდა ხელმისაწვდომი იყოს 24/7, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. აქ ჩვენ ვმუშაობთ hm.com-ისა და H&M Shop Online-ის დამუშავებასა და განვითარებაზე. ეს საიტები ამჟამად ხელმისაწვდომია 8 ქვეყანაში.  ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ H&M იყოს მრავალარხიანი კომპანია, რომელიც დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს ორივე მაღაზიაში და რომელიც  რეგულარულად განახლდება.   ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევასრულოთ ჩვენი დაპირება მომხმარებლებისადმი, მაღალხარისხიანი სერვისის, ეფექტიანობისა და შეკვეთის მოკლე ვადების შენარჩუნებით.

ონლაინ გუნდი, რომელიც მუშაობს მთავარ ოფისში, სტოკჰოლმში, უმთავრესად კონცენტრირებულია hm.com-ზე, აგრეთვე მარკეტინგსა და გაყიდვებზე.  აგრეთვე ჩვენ ვადგენთ H&M კატალოგს.

ონლაინ გუნდი, რომელიც  ბორასში, შვედეთში მუშაობს, მართავს და ასრულებს ყველა ოპერაციას ონლაინ არხებისა და ბრენდებისთვის, ამავე დროს ეხმარება მომხმარებელთა მომსახურების ყველა ცენტრსა და ლოჯისტიკის ცენტრს ონლაინში.

ონლაინ ჯგუფი ძირითადად  უზრუნველყოფს, რომ H&M ყოველთვის გახსნილი იყოს ინსპირაციისა და ბიზნესისთვის.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.