ვაკანსიების ძებნა

ლოჯისტიკა

ლოჯისტიკის დეპარტამენტში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ H&M-ის ლოჯისტიკის სისტემა იყოს ეფექტიანი, სტაბილური და გამართული.  ჩვენ ვქმნით დისტრიბუციის ყოვლისმომცველ სქემებს მოწოდების ჯაჭვის თითოეულ რგოლში — ფაბრიკიდან მაღაზიამდე.  ეს გულისხმობს ჩვენი ტანსაცმლის საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო გზებით ტრანსპორტირების კონტროლს, აგრეთვე დატვირთვას, გადმოტვირთვასა და საწყობში განთავსებას.  ჩვენი პროფესიული საქმიანობის მიზანია მაღალხარისხიანი და დროული სერვისის შეთავაზება ყველა მომხმარებლისთვის, ვინც იძენს ჩვენს მაღაზიებში.

ჩვენ არ ვკმაყოფილდებით იმით, რომ მხოლოდ დინებას მივყვეთ.   ჩვენ ვმართავთ — სერვისებზე ორიენტირებულ, კომპეტენტურ და მოტივირებულ გუნდებთან ერთად მთელ მსოფლიოში.

მარტივად რომ ვთქვათ, ლოჯისტიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ სათანადო პროდუქტი ჩავიდეს სათანადო ადგილზე, სათანადო დროს, სათანადო ხარისხითა და სათანადო ღირებულებით — გარემოზე რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედების პირობებში.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.