ვაკანსიების ძებნა

ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა

გლობალური საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის დეპარტამენტი წარმოადგენს ჩვენი ბიზნესის ბირთვს.  ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე, ინვოისების გადახდიდან კომპანიის ფულადი საშუალებების მოძრაობამდე. ჩვენ ასევე პასუხისმგებელი ვართ ყველა საბუღალტრო საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის გაფართოებასთან.

ჩვენს დეპარტამენტში მრავალი სხვადასხვა პოზიციაა და თითოეულ მათგანს ახლავს დიდი პასუხისმგებლობა.ზოგი ჩვენგანი მუშაობს ფასწარმოქმნის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ზოგი ახალ ბაზრებზე გაფართოების საკითხებზე და ზოგიც ჩვენი ინვოისების გადამუშავებაზე.  ჩვენ ვართ დიდი ამბიციების მქონე ბუღალტრები, საბუღალტრო აღრიცხვის კონტროლიორები, ბუღალტერიის კლერკები და ხელფასების ადმინისტრატორები და გვაერთიანებს ბიზნესის სიყვარული.   ჩვენი გუნდი ჩართულია H&M-ის წარმატებისკენ მიმავალი გზის მშენებლობის თითოეულ საფეხურზე — მცირე საბუღალტრო პრობლემებით დაწყებული, დღგ-ის გლობალური გამოწვევებით დამთავრებული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ H&M იყოს ფინანსურად სტაბილური და გააჩნდეს ფონდები, რომ გააგრძელოს ზრდა და გაავრცელოს მოდა მთელ მსოფლიოში.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.