ვაკანსიების ძებნა

კომუნიკაცია და პრესა

კომუნიკაციისა და პრესის დეპარტამენტში ჩვენ გამუდმებით ვხვდებით ახალ, საინტერესო გამოწვევებს.  ჩვენ ვმუშაობთ გლობალურ დონეზე, უპირველესად მედიასთან ურთიერთობებზე, მოდის პიარზე, შიდა კომუნიკაციებსა და ინვესტორებთან ურთიერთობებზე.   ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავარი ოფისის ყველა დეპარტამენტთან და კომუნიკაციის ადგილობრივ სპეციალისტებთან თითოეულ ბაზარზე.

დეპარტამენტის სხვადასხვა გუნდები მუშაობენ შეთანხმებულად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი შიდა და გარე კომუნიკაციები იყოს მკაფიო, რელევანტური და თანმიმდევრული.   ჩვენ ვგეგმავთ, კოორდინაციას ვუწევთ და ვეხმარებით კომპანიას სხვადასხვა საკომუნიკაციო საკითხებში:

  • შიდა კომუნიკაციები — კონცენტრირებულია შიდა კორპორაციულ კომუნიკაციებზე, ინფორმაციასა და ინსპირაციაზე.
  • მედიასთან ურთიერთობები — უზრუნველყოფს ოცდაოთხსაათიან სერვისს მსოფლიო მედიისთვის.
  • მოდის პიარი — წარმართავს გლობალურ პიარ საქმიანობას და შეიმუშავებს სტრატეგიებს ჩვენი დიზაინისა და მოდის წარმოსაჩენად.
  • ინვესტორებთან ურთიერთობები — უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ფინანსური ინფორმაციის კომუნიკაცია ხდებოდეს მკაფიო და გასაგები ფორმით შიდა ანგარიშების საშუალებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომუნიკაცია და პრესა ახმოვანებს H&M-ს და აწვდის ინფორმაციას, აღვივებს ენთუზიაზმს და ამყარებს კომუნიკაციას ჩვენს თანამშრომლებთან და გარე სამყაროსთან.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.