ვაკანსიების ძებნა

შესყიდვები და დიზაინი

შესყიდვებისა და დიზაინის დეპარტამენტში დიზაინერები, მემოდელეები და შესყიდვების სპეციალისტები მუშაობენ ერთად, რომ შექმნან H&M-ის მსოფლიოში ცნობილი მოდა.  სტილის, ფერების, ქსოვილების, სილუეტებისა და ტანსაცმლის ტიპების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ახალი სეზონური კოლექციების შესაქმნელად.  ტრენდები და ფაქტორები ადაპტირებულია ისეთ სტილთან და მოდელებთან, რომლებიც შეესაბამება მომხმარებელს.

იმისათვის, რომ ავირჩიოთ მომავალი ტრენდი, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ჩვენს ირგვლივ გარემოს და ვიღებთ ინსპირაციას ქუჩის მოდიდან, ფილმებიდან, მოგზაურობიდან, კულტურული თავისებურებებიდან, მედია საშუალებებიდან, მოდის ინსტიტუტებიდან, ბაზრობებიდან და გამოფენებიდან.  ჩვენი ყურადღება ყოველთვის კონცენტრირებულია მომხმარებელზე და ვცდილობთ, რომ ჩვენს კოლექციებში  მოიძებნებოდეს რაღაც ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანისთვის.

რომ შევაჯამოთ, შესყიდვებისა და დიზაინის დეპარტამენტი ქმნის მოდასა და ხარისხს საუკეთესო ფასად.

შესყიდვების სპეციალისტი

შეგიძლიათ წინასაწარ განჭვრიტოთ, თუ როგორი უნდა იყოს მოდა და მიაგნოთ ტრენდს კეთების პროცესში?  მაშინ ეს როლი შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის!

წაიკითხეთ მეტი შესყიდვების სპეციალისტად მუშაობის შესახებ.

დიზაინერი

შეგიძლიათ შექმნათ უმაღლესი ხარისხის მოდა გლობალური აუდიტორიისთვის?  მაშინ ეს როლი შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის!

წაიკითხეთ მეტი დიზაინერად მუშაობის შესახებ.

მემოდელე

მზად ხართ, რომ გააცოცხლოთ ჩვენი დიზაინერების იდეები?  მაშინ ეს როლი შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის!

წაიკითხეთ მეტი მემოდელედ მუშაობის შესახებ.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.