ვაკანსიების ძებნა

ბიზნესის კონტროლი

H&M-ის ბიზნესის კონტროლიორები ანალიზის შედეგებს გადააქცევენ მოქმედებებად.  თქვენი პროფესიული უნარები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რომ გადაიჭრას კომპლექსური სამუშაო დავალებები თითოეულ დეპარტამენტში — გაყიდვებით, ონლაინითა და წარმოებით დაწყებული და შესყიდვებით, ახალი ბიზნესითა და საინფორმაციო ტექნოლოგიებით დამთავრებული.  სადაც არ უნდა მუშაობდეთ, ერთი რამ რასაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, არის პასუხისმგებლობის გრძნობა, ბიზნესის ენთუზიაზმი და უსაზღვრო კარიერული შესაძლებლობები. 

როგორც ბიზნესის კონტროლიორი, თქვენ გაივლით ტრენინგს, რომ გახდეთ მომავალი ლიდერი სწრაფად განვითარებად გარემოში.  თქვენ უნდა შეგეძლოთ, რომ რთული საკითხები გახადოთ აბსოლუტურად ნათელი და გასაგები მთელი თქვენი გუნდისთვის — სადაც თქვენ ხართ ერთადერთი ანალიტიკოსი.  ზოგი ჩვენგანი მუშაობს სტოკჰოლმში, შესყიდვების ოფისში ან სხვა ცენტრალურ ადგილებზე არსებულ დეპარტამენტებში, ზოგი კი მუშაობს გაყიდვებში ან  წარმოებაში რომელიმე ბაზარზე, მსოფლიოში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიზნესის კონტროლი არის ის სფერო, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით და სამუშაო ადგილებით ყველგან, მთელი ორგანიზაციის მასშტაბით.  ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს ანალიზის შედეგების პრაქტიკულ მოქმედებებში ასახვით. 

ბიზნესის კონტროლიორი

თქვენ მახვილი თვალის მქონე ანალიტიკოსი ხართ? ფლობთ არაჩვეულებრივ საკომუნიკაციო უნარებს? მაშინ ეს როლი შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის!

წაიკითხეთ მეტი ბიზნესის კონტროლიორად მუშაობის შესახებ.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.