ვაკანსიების ძებნა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კადრების აყვანა

ზოგადი ინფორმაცია

H&M-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მათი დამუშავებისას მაქსიმალურ გამჭვირვალობას ვინარჩუნებთ.

ამასთანავე, გვაქვს შესაბამისი პოლიტიკაც, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის გზებს განსაზღვრავს.

ვინ აკონტროლებს შენს პერსონალურ მონაცემებს?

მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი შესაბამისი კანონების გათვალისწინებით, კადრების შერჩევისას შენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს შპს „ეიჩ ენდ ემ ჰენეს ენდ მაურიც ჯორჯია“ (შემდგომში H&M) აკონტროლებს.

სად ვინახავთ შენს მონაცემებს?

შენი მონაცემები „ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ (შემდგომში EEA) ინახება, თუმცა შესაძლოა გაიგზავნოს და დამუშავდეს EEA-ს ზონის გარეთ მდებარე ქვეყანაშიც. პერსონალური მონაცემების ყველა ტრანსფერი ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით.

EEA-ს გარეთ მდებარე ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა ტრანსფერისას, H&M-ი იყენებს სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებსა და კონფიდენციალურობის შეთანხმებას.

ვის აქვს წვდომა შენს პერსონალურ მონაცემებზე?

შენი მონაცემები შესაძლოა გაზიარდეს H&M Group-ის ფარგლებში (H&M Group-ში შემავალი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე about.hm.com).

H&M Group-ი მესამე მხარეს მარკეტინგული მიზნებისათვის არასოდეს გადასცემს, გაუცვლის ან მიჰყიდის შენს პერსონალურ მონაცემებს. მესამე მხარეს გადაეცემა მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც შენთვის ჩვენი მომსახურების გასაწევადაა

საჭირო. მესამე მხარის ყველა კატეგორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.

რისი უფლება გაქვს?

წვდომის უფლება:

შენ უფლება გაქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვო ინფორმაცია იმ პერსონალურ მონაცემთა შესახებ, რომლებსაც შენზე ვფლობთ. შეგიძლია, დაუკავშირდე H&M-ს, რომელიც შენს პერსონალურ მონაცემთა შესახებ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მოგაწვდის.

გადაგზავნის უფლება:

როდესაც H&M-ი შენს პერსონალურ მონაცემებს ავტომატურად, შენი თანხმობისა თუ შეთანხმების საფუძველზე დაამუშავებს, შენ სრული უფლება გაქვს, მიიღო ან მესამე მხარეს გაუგზავნო შენი მონაცემების სტრუქტურული, გამოყენებადი და ციფრული ფორმატის ასლი. ეს მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს ეხება, რომლებსაც ჩვენ გვიზიარებ.

შესწორების უფლება:

თუ შენი პერსონალური მონაცემები არასწორია, სრული უფლება გაქვს, მათი შესწორება და/ან არასრული ინფორმაციის შევსება მოითხოვო.

წაშლის უფლება:

H&M-ის მიერ შენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების წაშლა შეგიძლია ნებისმიერ დროს, გარდა იურიდიული მოთხოვნებისა და ვალდებულებების არსებობისას.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უარის თქმის უფლება ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე:

შენ უფლება გაქვს, უარი თქვა იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომლებიც H&M-ის ლეგიტიმურ ინტერესს ემსახურება. H&M-ი ვეღარ განაგრძობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, თუ ნაჩვენები იქნება ლეგიტიმური საფუძველი, რომელიც სცდება შენს ინტერესებსა და უფლებებს ან/და არ აკმაყოფილებს იურიდიულ მოთხოვნებს.

აკრძალვის უფლება:

შენ შეგიძლია, H&M-ს აუკრძალო შენი პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შემდეგ გარემოებებში:

• თუ მონაცემთა დამუშავებაზე უარს იმიტომ ამბობ, რომ ეს H&M-ის ლეგიტიმურ ინტერესს ეფუძნება, H&M-ი ვალდებულია შეწყვიტოს დამუშავების პროცესი.

• თუ მიგაჩნია, რომ შენი პერსონალური მონაცემები არასწორია, H&M-მა, ინფორმაციის შესწორებამდე, მათი დამუშავება უნდა შეწყვიტოს.

• თუ მონაცემები არაკანონიერად მუშავდება, შეგიძლია, მათი წაშლის მაგივრად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების აკრძალვა მოითხოვო.

• თუ H&M-ს პერსონალური მონაცემები აღარ სჭირდება, შეგიძლია მათი დამუშავების აკრძალვა სამართლებრივად მოითხოვო.

როგორ შეგიძლია შენი უფლებებით სარგებლობა?

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ყურადღებით ვეკიდებით შენს ყველა მოთხოვნას ზემოთ აღნიშნული უფლებების გათვალისწინებით. ნებისმიერი მოთხოვნის გამოგზავნა შეგიძლია შემდეგნაირად:

• შესარჩევმა კანდიდატებმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა მოთხოვნა უნდა გაგზავნონ ელ. მისამართზე: GDPRemployGE@hm.com.

მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

ჩვენ გვყავს მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ შენი პერსონალური მონაცემები გამჭვირვალე, აკურატული და კანონიერი გზით დამუშავდეს. მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირება შემდეგნაირად შეგიძლია:

გასაჩივრების უფლება:

• შესარჩევმა კანდიდატებმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა მოთხოვნა უნდა გაგზავნონ ელ. მისამართზე: GDPRemployGE@hm.com.

თუ მიგაჩნია, რომ H&M-ი შენს პერსონალურ მონაცემებს არასწორი გზით ამუშავებს, შეგიძლია დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდე. ასევე, უფლება გაქვს, სამეთვალყურეო ორგანოს საჩივრით მიმართო.

განახლებები შეტყობინებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ:

შესაძლოა, შეტყობინებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საჭირო გახდეს განახლების/ცვლილების შეტანა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ აუცილებლად მიიღებ გაფრთხილებას. ეს შესაძლოა ეხებოდეს მონაცემთა გამოყენების მიზნებს, მაკონტროლებელ ორგანოს ან შენს უფლებებს.

რისთვის ვამუშავებთ შენს პერსონალურ მონაცემებს?

პერსონალურ მონაცემებს შენთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით ვამუშავებთ და შენს პროფილს H&M Group-ში არსებული საკადრო საჭიროებებისათვის ვაფასებთ. ეს პროცესი მოიცავს ინტერვიუებს, ტესტებს, რეკომენდაციებსა და ახალი პოზიციების შესახებ შენს ინფორმირებას.

თუ პოზიციას შემოგთავაზებთ, თანამშრომლის დოკუმენტაციის მოსამზადებლად შენი პერსონალური მონაცემების დამუშავება დაგვჭირდება.

შენი მონაცემების დამუშავება შესაძლოა ვაკანსიების, მომავალი ღონისძიებებისა და გამოკითხვების შესახებ ახალი ინფორმაციის მოსაწოდებლადაც დაგვჭირდეს.

რა ტიპის მონაცემებს ვამუშავებთ?

ჩვენ ვამუშავებთ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც თავად გვაწვდი ან მესამე მხარე გვაწვდის.

როდესაც აპლიკაციას (რეზიუმეს ან სამოტივაციო წერილს) ავსებ, ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს შემდეგი კატეგორიებიდან:

• საკონტაქტო ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, საფოსტო კოდი და ტელეფონის ნომერი;

• დაბადების თარიღი;

• ყოფილი დამსაქმებლები და რეკომენდატორები;

• საქმიანი დოკუმენტაცია, როგორიცაა, მაგალითად, ინტერვიუს შენიშვნები და ტესტირების შედეგები.

შპს „ეიჩ ენდ ემ ჰენეს ენდ მაურიც ჯორჯია“ არ მოითხოვს ისეთ სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური თუ ფილოსოფიური მრწამსი, გაერთიანებების წევრობა, ჯანმრთელობა თუ სექსუალური ორიენტაცია... მსგავსი ტიპის ინფორმაცია აპლიკაციაში არ უნდა შეიტანო.

ვის აქვს წვდომა შენს პერსონალურ მონაცემებზე?

მონაცემები, რომლებიც მესამე მხარეს გადაეცემა, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მიზნებით მუშავდება. მესამე მხარეში შესაძლოა იგულისხმებოდეს დასაქმების სააგენტოები, საგამოცდო/სატესტო ცენტრები და სხვ.

რა არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების იურიდიული საფუძველი?

შენი პერსონალური მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი აპლიკაციის შევსებისას შენ მიერ ხელმოწერილი თანხმობაა.

თუ აპლიკაცია ჩვენი სისტემის გარედან შემოვა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი H&M-ის ლეგიტიმური ინტერესი იქნება.

რამდენი ხნით ვინახავთ შენს პერსონალურ მონაცემებს?

შენს მონაცემებს შევინახავთ მათი გაზიარების მომენტიდან სამი წლის განმავლობაში ან შენი თანხმობის გაუქმებამდე.

თანხმობის გაუქმების უფლება:

შენ უფლება გაქვს, ნებისმიერ დროს გააუქმო თანხმობა შენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

ამ შემთხვევაში, H&M-ს აღარ შეეძლება შერჩევის პროცესში შენი მონაცემების გამოყენება.

თანხმობის გაუქმება შეგიძლია შემდეგნაირად:

• შესარჩევმა კანდიდატებმა და ამჟამინდელმა თანამშრომლებმა მოთხოვნა უნდა გაგზავნონ ელ. მისამართზე: GDPRemployGE@hm.com.

გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ დისკრიმინაციული საჩივრებიდან გამომდინარე, შესაძლოა H&M-ს დაეკისროს პერსონალურ მონაცემთა ორი წლით შენახვის ვალდებულება.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.