ვაკანსიების ძებნა

მოდა, ხალისი და მოქმედება!

როგორც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო დისტრიბუტორი მსოფლიოში, H&M გთავაზობთ  უსაზღვრო კარიერულ შესაძლებლობებს. დინამიური, ხმაურიანი და მრავალფეროვანი გარემო — ადგილი, სადაც მომხმარებელი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

დღეს H&M-ში მუშაობს დაახლოებით 177,000 ადამიანი 73 -ზე მეტ ბაზარზე.

ამასთან, რაც ჩვენ უდავოდ გამოგვარჩევს, ეს არის თანამშრომელთა არაჩვეულებრივი გუნდი. მოდური გაყიდვების კონსულტანტებითა და ვიზუალური მერჩენდაიზერებით დაწყებული და კომპიუტერის გურუებითა და ბიზნესის დაგეგმვის სპეციალისტებით დამთავრებული — ყველა ჩვენს თანამშრომელს აერთიანებს დიდი ამბიცია და დამოკიდებულება "ყველაფერი შესაძლებელია".  რომ აღარ ვისაუბროთ მოდის აღქმის არაჩვეულებრივ უნარზე. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე გავიზარდეთ და დღეს ვფლობთ 4,972 -ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 73 -ზე მეტ ბაზარზე.  და კვლავაც ვაგრძელებთ ზრდას.

ჩვენი ღირებულებები — H&M-ის სულისკვეთება.

ჩვენი ღირებულებები ასახავს H&M-ის გულსა და მის სულისკვეთებას.  ისინი განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს აქ მუშაობა და როგორ ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს. თუ ამ ღირებულებებს გამოიყენებთ კოლეგებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ეს დაგეხმარებათ, რომ განვითარდეთ და გაიზარდოთ. ინდივიდუალურ დონეზე ეს ღირებულებები აშკარაა, მაგრამ მთლიანობაში ისინი ქმნის კულტურას, რომელიც, ჩვენი აზრით, უნიკალური და განსხვავებულია მრავალი სხვა კომპანიისგან.

WE BELIEVE IN PEOPLE
WE ARE ONE TEAM
CONSTANT IMPROVEMENT
STRAIGHTFORWARD AND OPEN-MINDED
ENTREPRENEURIAL SPIRIT
KEEP IT SIMPLE
COST-CONSCIOUS

"როდესაც ჩემმა პაპამ, ერლინგ პერსონმა, 1947 წელს H&M დაარსა, მან ძლიერი ბიზნეს იდეა გააერთიანა ღირებულებებზე დამყარებულ მუშაობის სტილთან. სწორედ ეს ღირებულებები დაგვეხმარა, რომ აგვეშენებინა მოდის გლობალური კომპანია, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ.  ჩვენი ღირებულებები რეალიზდება ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით". კარლ-იოჰან პერსონი, პრეზიდენტი


როგორ ვმუშაობთ ერთად

ადამიანები განსაზღვრავენ ჩვენს წარმატებას და ჩვენი მიზანია, ვიყოთ კარგი დამქირავებელი. სახალისო, შემოქმედებითი და დინამიური სამუშაო გარემოს შექმნით ჩვენ ყველა ერთად ვიზრდებით. 

ჩვენი მიდგომის საფუძველია დიდი პატივისცემა თითოეული ინდივიდის მიმართ.  ეს მოიცავს ყველა ასპექტს — ობიექტურ ხელფასებს, სამუშაო საათებისა და სამუშაო ადგილის თავისუფალ არჩევანსა და კომპანიაში ზრდა-განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კარგი დამქირავებელი ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონები და რეგულაციები ჩამოუვარდება ჩვენს სტანდარტებსა და მოთხოვნებს.  

ჩვენ ვეყრდნობით მტკიცე ეთიკურ ნორმებს.  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მკვეთრად ვუპირისპირდებით დისკრიმინაციასა და დევნას ყველგან, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო ძალა ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით ასაკის, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით და ყველა ერთად წარმოადგენს ჩვენი კომპანიის სიმდიდრეს.   ჩვენთვის ძლიან მნიშნელოვანია თანასწორობა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ დირექტორთა საბჭოს 50%-ს შეადგენენ ქალები.

H&M-ში ჩვენ მხარს ვუჭერთ ღია კარის პრინციპს", რაც თითოეულ თანამშრომელს ანიჭებს უფლებას, რომ  სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემები განიხილოს უშუალოდ მენეჯმენტთან ერთად.  ჩვენს თანამშრომლებს აქვთ აგრეთვე კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება. ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს თანამშრომლებთან, აგრეთვე თანამშრომელთა ასოციაციებთან და პროფესიულ კავშირებთან.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.