ვაკანსიების ძებნა

რჩევები აპლიკაციის წარდგენამდე

ეძებთ სამუშაოს მიმზიდველ და საინტერესო კომპანიაში, სადაც შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა  ყოველდღიურად? ფანტასტიურია! ველით თქვენს აპლიკაციას.  რომ გაგიმარტივოთ საქმე, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც უნდა იფიქროთ.


1. მოიძიეთ ინფორმაცია

მნიშვნელოვანია, რომ მოიძიოთ ინფორმაცია და კარგად მოემზადოთ, როდესაც აგზავნით აპლიკაციას ვაკანსიისთვის.  hm.com-ზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველაფერი ჩვენ შესახებ და ხშირად დასმული კითხვების ქვეშ იპოვოთ პასუხები ყველაზე უფრო ტიპიურ კითხვებზე H&M-ში მუშაობის შესახებ.

გაიარეთ ჩვენი ტესტი და გაიგეთ, იზიარებთ თუ არა H&M-ის სულისკვეთებას!


2.  თქვენი აპლიკაცია

  • ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ განცხადება, რათა დარწმუნდეთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.
  • გადახედეთ თქვენს CV-სა და სამოტივაციო წერილს და თუ საჭიროა, შეასწორეთ, რომ შეუსაბამოთ იმ პოზიციას, რომლისთვისაც აგზავნით აპლიკაციას.
  • ახსენით, თუ რატომ აგზავნით აპლიკაციას მოცემული პოზიციისთვის.
  • აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი ამ პოზიციისთვის. 
  • სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.  საკმარისია ერთი გვერდი.

3.  შემდეგ რა ხდება?

  • როდესაც მივიღებთ თქვენს აპლიკაციას, ჩვენ გამოგიგზავნით მიღების დამადასტურებელ შეტყობინებას ელფოსტით.
  • ჩვენ გადავხედავთ აპლიკაციას და თქვენ შეიძლება მიიღოთ ჩვენი პასუხი დაახლოებით 2 კვირაში.
  • ჩვენი რეკრუტერები დაგიკავშირდებიან ელფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • თუ გსურთ, რომ განაახლოთ თქვენი CV ან წარადგინოთ აპლიკაცია H&M-ის სხვა ვაკანსიისთვის, შეიტანეთ საჭირო ცვლილებები არსებულ პროფილში.    მომხმარებლის სახელი და პაროლი დარჩება უცვლელი.

4.  ინტერვიუ

  • დარწმუნდით, რომ კარგად ხართ მომზადებული ინტერვიუსთვის.  თქვენ ნახავთ დიდი რაოდენობით სასარგებლო ინფორმაციას აქ, ჩვენს კარიერის გვერდებზე. 
  • მოამზადეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე;  რატომ უნდა დაგიქირავოთ თქვენ? რატომ გსურთ H&M-ში მუშაობა? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ჩვენთან?
  • გათავისუფლდით დაძაბულობისგან, იყავით ბუნებრივი და გულწრფელი. შეხედეთ ინტერვიუს, როგორც საინტერესო გამოცდილებას, საიდანაც შეგიძლიათ გაიგოთ რაღაც ახალი თქვენს შესახებ და H&M-ის შესახებ.
  • ყველას აქვს თავისი სუსტი მხარე — ნუ შეგეშინდებათ, რომ აღიაროთ თქვენი სუსტი მხარე! რა ასპექტების გაუმჯობესება და განვითარება გჭირდებათ? 
  • რა უნდა გეცვათ? ჩაიცვით თქვენი პიროვნულობის შესაბამისად და მოდის კარნახის მიხედვით — არავინ ელის ოფიციალურ და მკაცრ კოსტიუმს.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.