ვაკანსიების ძებნა

მოგესალმებით სტუდენტებო!


შეუთავსეთ სწავლა მუშაობას

ჩვენ სტუდენტებისგან ვიღებთ უამრავ მოთხოვნას არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან მხოლოდ დღესასწაულებზე მუშაობის შესახებ.  დიახ, არასრულ განაკვეთზე მუშაობა რომელიმე ჩვენს მაღაზიაში არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა თქვენი კარიერის დასაწყებად H&M-ში.  ეს საუკეთესო ადგილია, რომ გაგვეცნოთ. მას შეიძლება მოჰყვეს სრული განაკვეთი, აგრეთვე საერთაშორისო კარიერა.   კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხალისიან და პროგრესულ გარემოში, სადაც გელით მუშაობის მოქნილი გრაფიკი და დიდი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა!


სტაჟირება და ტრენინგის პროგრამა

ზოგიერთ ქვეყანაში შეგიძლიათ იმუშაოთ სტაჟიორად ჩვენს მაღაზიებში. ჩვენს ოფისებში ხშირად არის შესაძლებლობები, რომ წარადგინოთ აპლიკაცია სტაჟირებისა და ტრენინგის პროგრამებისთვის.  ასეთი შესაძლებლობები გამოქვეყნდება არსებული ვაკანსიების გვერდზე.

ჩვენს მთავარ ოფისში, შვედეთში, ვთავაზობთ სტაჟირებასა და ტრენინგის პროგრამას,მაგალითად, ბიზნესის კონტროლის, IT-ის, შესყიდვებისა და დიზაინის სფერობეში. ეწვიეთ შვედეთის კარიერის საიტს და წაიკითხეთ ვრცლად.  


საკურსო ან ესე გაქვთ დასაწერი?

გინდათ, დაწეროთ საკურსო ან ესე H&M-ის შესახებ? ფანტასტიურია! სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, რადგან არ გვაქვს საჭირო დრო და რესურსები, რომ დაგითმოთ სათანადო ყურადღება.  თუმცა ვფიქრობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი ფაქტი, ციფრები და სასარგებლო ინფორმაცია hm.com-ზე.

H&M იყენებს ქუქი-ფაილებს ვებსაიტზე უკეთესად ნავიგაციის მიზნით. თუ გააგრძელებთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თქვენ მოგწონთ ეს სერვისები. გაიგეთ მეტი ქუქი-ფაილების შესახებ.